ევროპარლამენტარი: საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება ახალი ეტაპია, ეს ნიშნავს მეტ ანგარიშვალდებულებას

ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩენე საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებას ,,ტვიტერზე” ეხმაურება.

„საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება ახალი ეტაპია. ეს ნიშნავს მეტ ანგარიშვალდებულებას, განსაკუთრებით – მმართველი პარტიისთვის. ასევე, ნაკლებ სიძულვილს პოლიტიკაში, გამჭვირვალე არჩევნებს, მედიის თავისუფლებასა და პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც მტერი არ არის, არამედ დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

საქართველოში შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს პოლიტიკური პარტიების ნაწილმა 19 აპრილს მოაწერა ხელი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები