მთაწმინდის რაიონში მოძველებული კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონში, ბელინსკის N5-ში და პ. მელიქიშვილის N13-ში მოძველებული კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, ორივე მისამართზე იცვლება წყალარინების გარე და შიდა ქსელი, ასევე, მოეწყობა საკომუნიკაციო ჭები.

წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 38 646 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები