ვაკის რაიონში, ყიფშიძის N10-ში და გაბაშვილის N11-ში დასასვენებელი სივრცეები ეწყობა
ვაკის რაიონში, ყიფშიძის N10-ში და გაბაშვილის N11-ში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს.
ტერიტორიებზე ბავშვებისთვისა და უფროსებისთვის სხვადასხვა ზონა განთავსდება. აქვე შესაბამისი საპარკე ინვენტარი დამონტაჟდება, სკვერები კი გამწვანდება.
გამგეობის ცნობით, ორივე პროექტის ჯამური ღირებულება 127 000 ლარს შეადგენს.