დიდუბეში, რობაქიძის გამზირის N31-ის მიმდებარედ მოსასვენებელი სივრცე ეწყობა

დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობას განაგრძობს. ამ ეტაპზე, სამუშაოები რობაქიძის გამზირის N31-ის მიმდებარედ მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, იგება დეკორატიული ფილები, ეწყობა ბილიკები. მონტაჟდება უსაფრთხოების მოაჯირები. სკვერში დაიდგმება საპარკე ინვენტარი. ასევე, პატარებისთვის განკუთვნილ სივრცეს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია – „სერვისი 2015“ ახორციელებს, 279 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს.

მოსასვენებელი სივრცის რეაბილიტაციის სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, მამუკა ვეკუა გამგებლის მოადგილესთან, ზურაბ უგულავასთან ერთად გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები