გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილი ყოველდღე, დილა-საღამოს მოდის საქართველოში, მაგრამ ჯერ ვერ ჩამოაღწია
“სააკაშვილი ყოველდღე, დილა-საღამოს მოდის საქართველოში, მაგრამ ჯერ ვერ ჩამოაღწია”, – ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც თვითმმართველობის არჩევნებისთვის ის საქართველოში ჩამოვა.
მაჭარაშვილის თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლა სამართლებრივი მექანიზმების ამუშავებას გამოიწვევს.
„ნაცმოძრაობაში“ თავად უნდა ჩამოყალიბდნენ, ვინ არის მათი ლიდერი, ფორმალური თუ არაფორმალური, ადამიანი, რომელიც ყოველდღე, დილა-საღამოს მოდის საქართველოში, მაგრამ ჯერ ვერ ჩამოაღწია. საქართველოში მისი ჩამოსვლა რა სამართლებრივი მექანიზმების ამუშავებას გამოიწვევს, ეს კარგად ვიცით. ჩამოსვლის სურვილი თუ აქვს, ყოველგვარი განცხადებების გარეშე შეუძლია, ჩამოვიდეს. აქ დახვდება არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების, არამედ – საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები და მისი აღსრულება მოხდება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.