წავკისში, რუსთაველის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო

მთაწმინდის რაიონის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
წავკისში, რუსთაველის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, 3 500 კვ.მ. ფართობზე ორფენიანი ასფალტი დაიგება. აღნიშნულ მისამართზე გზის სავალი ნაწილი სრულად ამორტიზებული იყო.
პროექტისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „პარმა“ ახორციელებს, გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 220 000 ლარი არის გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები