ვაკის რაიონის გამგებელი სხვადასხვა უბნის მცხოვრებლებთან შეხვედრებს განაგრძობს
ვაკის რაიონის გამგებელი სხვადასხვა უბნის მცხოვრებლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, შეხვედრა ყაზბეგის N47-ში გაიმართა. დავით კვინიკაძემ საპროექტო კომპანიის წარმომადგენლებს დასასვენებელი სივრცის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება დაავალა. მანამდე კი, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, ტერიტორიაზე სხვადასხვა ზონის განლაგება და სხვა დეტალები დაიგეგმა.