კრწანისის რაიონის გამგეობამ მრჩეველთა საბჭოს ანგარიში წარუდგინდა
კრწანისის რაიონში ქალაქ თბილისის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს კანდიდატებთან შეხვედრა გაიმართა.
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ კანდიდატებს 2020 წლისა და 2021 წლის პირველი კვარტლის ანგარიში წარუდგინა. მან, ასევე, ისაუბრა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.
რაიონში, 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ჯამურად, 500-მდე პროექტი განხორციელდა, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 15 337 900 ლარი დაიხარჯა.
- საგზაო ინფრასტრუქტურა 56 230 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა;
- ასფალტის საფარი 117 მისამართზე შეიცვალა;
- მოეწყო და რეაბილიტირდა 20 სკვერი;
- განახლდა და მოეწყო 12 საბავშვო და 6 სპორტული მოედანი;
- ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, 7 მისამართზე ფიტნეს ზონა განთავსდა;
- მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის 11 გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო;
- მიწისქვეშა კომუნიკაციები 8 მისამართზე მოწესრიგდა;
- სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები 85 მისამართზე, ხოლო წინმსწრებ დამზღვევი ღონისძიებები 22 მისამართზე განხორციელდა;
- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 117 სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა, მათ შორის 10 ავარიულ სახლს კაპიტალური გამაგრება ჩაუტარდა;
- დახმარება გაეწია 17 198 ბენეფიციარს;
- COVID 19-ის პანდემიის პირობებში მარტოხელა ხანდაზმულებსა და სოციალურად დაუცველ სხვა კატეგორიის მოქალაქეებს კრწანისის რაიონის გამგეობამ 3 130 ნობათი გადასცა.
2021 წლის პირველი კვარტლის განხორციელებულ 75 პროექტში გამგეობის ბიუჯეტიდან 2 604 600 ლარი გამოიყო.
- საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 17 000 კვ. მ ფართობზე;
- მოეწყო 4 ახალი სკვერი და 8 საბავშვო მოედანი;
- მიწისქვეშა კომუნიკაციები 4 მისამართზე მოწესრიგდა;
- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 17 სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა 17-ზე კი მიმდინარეობს;
- კაპიტალური გამაგრების სამუშაოები 7 მისამართზე ხორციელდება;
- დახმარება გაეწია 5 028 ბენეფიციარს;
ამ ეტაპზე, სამუშაოები როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 40 მისამართზე მიმდინარეობს.
2020 და 2021 წლების ანგარიშები ბექა მიქაუტაძემ კრწანისის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ჯაფარიძესა და კრწანისის რაიონის პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ბექა ოდიშარიასთან ერთად წარადგინა.
შეხვედრაზე მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, თანათავმჯდომარე და მდივანი ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.
მოსახლეობასთან შეხვედრები რეგულარულად გაგრძელდება. შედეგად, გაიზრდება ადგილობრივი მცხოვრებლების ჩართულობა სხვადასხვა პროექტის განხორციელების პროცესში.