დედაქალაქის საკრებულოში კონკურსის – „სუფთა რეგიონის“ – გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა

დედაქალაქის საკრებულოში კონკურსის – „სუფთა რეგიონის“ – გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. ნომინაციაში „სუფთა, ლამაზი ქუჩა“ ზაქარიაძის ქუჩის მცხოვრებლებმა გამარჯვება მეორედ მოიპოვეს.
საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით უთმელიძემ ზაქარიაძის ქუჩის N3-ის ამხანაგობის თავმჯდომარეს, ლევან მშვილდაძეს კონკურსში გამარჯვება მიულოცეს.
„ძალიან მიხარია, რომ ასეთი ამხანაგობა გვყავს. ეს უბანი თავისი ქუჩის გასალამაზებლად მუდამ ზრუნავს. ვულოცავთ ლევანს ამ გამარჯვებას და, როგორც აქამდე, მომავალშიც ერთად არაერთ პროექტს განვახორციელებთ“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
აღნიშნული კონკურსი ყოველწლიურად ტარდება. მისი პარტნიორები არიან: შვედეთის საელჩო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი – „ორქისი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები