ვაზისუბანში გამწვანების აქცია გაიმართა

ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბანში, სამგორი დასახლების N36-სა და ვაზისუბნის დასახლების N10-ში გამწვანების აქცია გამართა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე 60 ძირი იფანი, მუხა, თელა, ნეკერჩხალი და ცაცხვის ხე დაირგო.
აქციაში მონაწილეობა ისნის რაიონის გამგებელმა – კახა ლაბუჩიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა – ლევან დავითაშვილმა, გამგეობის წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები