საბურთალოს რაიონში მდებარე რამდენიმე კორპუსში სადარბაზოების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირის N1, N3-სა და ცინცაძის ქუჩის N9-ში სადარბაზოების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
პროექტის განხორციელების შედეგად, ჭერი და კედლები გაილესა და სამღებრო სამუშაოები ჩატარდა. აღნიშნული პროექტები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 112 620 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები