დიდუბის რაიონის გამგეობა ლიფტების რეაბილიტაციას განაგრძობს
დიდუბის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში დაზიანებული ლიფტების რეაბილიტაციას განაგრძობს.
ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები სამ მისამართზე: ახმეტელის ქუჩის N8-ში, წერეთლის გამზირის N103-სა და წყალტუბოს ქუჩის N1 კორპუსებში დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში, კაბინა და და ამწე მექანიზმები დამონტაჟდა, ელექტროსისტემა და ბაგირები შეიცვალა.
აღნიშნული სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 77 222 ლარი გამოიყო.
რაიონის გამგეობის ცნობით, ანალოგიური ტიპის სამუშაოები მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება.