მერია ბაგებში მიწის ჩამოშლასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ბაგებში, „მეტრა დეველოპმენტის“ ტერიტორიაზე, სადაც დღეს მიწის მასა ჩამოიშალა, სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, მშენებლობა შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე ხორციელდებოდა. შპს. „მეტრა დეველოპმენტს“ წარმოდგენილი ჰქონდა სავალდებულო საექსპერტო შეფასებები, მათ შორის, გეოლოგიური დასკვნა, თუმცა ფერდობის ერთ მონაკვეთში, კლდოვანი ფენის ქვეშ აღმოჩნდა თიხნარი.

„ამ ეტაპზე, სამუშაოები შეჩერებულია, გეოლოგები შეისწავლიან ადგილზე ვითარებას და, მათი დასკვნის საფუძველზე, დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები”, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები