მთაწმინდის რაიონში, არსენას ქუჩის N28-ში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონში შიდაკვარტლური ეზოების მოწესრიგება გრძელდება.
საგზაო სამუშაოები არსენას ქუჩის N28-ში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 400 კვ. მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. ეზოში ძველი ასფალტის დემონტაჟი უკვე განხორციელდა. ასევე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, წყალარინების ქსელი შეიცვალა.
სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები