ვარკეთილის პირველი მიკრორაიონის №13 და №14 კორპუსების შიდა ეზოების მოასფალტება მიმდინარეობს

ვარკეთილის პირველი მიკრორაიონის №13 და №14 კორპუსების შიდა ეზოების მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს.
სამგორის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის ფარგლებში, დაგეგმილია, დაახლოებით, 1 700 მეტრის მოცულობის ფართობის კეთილმოწყობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 52 000 ლარია გამოყოფილი.
პროექტის მიმდინარეობას სამგორის გამგებელი – კახა სამხარაძე გაეცნო.
სამუშაოებს შპს „არსაკიძე-2000” ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები