თბილისში, თევზაძის N2-ში საყრდენი კედელი მოეწყო
მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. თევზაძის N2-ში საყრდენი კედელი მოეწყო, რომელიც ახლომდებარე სახლებსა და სავალ გზას გრუნტის ჩამოშლისაგან დაიცავს.
გამგეობის ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონში, მისი რელიეფიდან გამომდინარე, რამდენიმე სახლია მსგავსი პრობლემის წინაშე. შესაბამისად, კედლის მოწყობის სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება.
აღნიშნული სამუშაოები, მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა.