მოსკოვის გამზირზე მწვანე ნარგავები შეწამლეს
თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ მწვანე ნარგავების წამლობას განაგრძობს.
აღნიშნული სამუშაოები მოსკოვის გამზირზე ახლადრეაბილიტირებულ გამწვანებულ შუა ზოლსა და ვაკის პარკში ახლად დარგულ მცენარეებზე განხორციელდა.
დედაქალაქის მასშტაბით, მცენარეების წამლობა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.