ავღანეთში გამგზავრებამდე სამხედროებს ვაქცინაცია ჩაუტარდათ

გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში სამხედრო მოსამსახურეების ვაქცინაცია დაიწყო. კორონავირუსისსაწინააღმდეგო ვაქცინით, პირველ ეტაპზე, თავდაცვის ძალების ის კონტინგენტი იცრება, რომელიც, „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შესასრულებლად, ავღანეთში წასასვლელად ემზადება.

მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების ვაქცინაცია რამდენიმე დღის განმავლობაში ეტაპობრივად ჩატარდება. იმუნიზაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ტარდება.

სამხედრო ჰოსპიტალში ვაქცინაციის პროცესი შესაბამისი წესების დაცვით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები