რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში კორონავირუსზე – 7 აპრილის სტატისტიკა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 7 აპრილის მონაცემებით, ჯამურად, აიცრა 14 207 ადამიანი.
“აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.