სამხედრო ატაშეები ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადას სტუმრობდნენ
საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები ყოველწლიური გეგმის ფარგლებში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს სტუმრობენ. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, სამხედრო ატაშეებმა წელს პირველი გასვლითი შეხვედრა აღმოსავლეთ სარდლობაში გამართეს. თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ატაშეებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. მსგავსი ვიზიტები სისტემის ღიაობისა და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის დამადასტურებელია. ატაშეები ეცნობიან თავდაცვის უწყების ნატოს სტანდარტებით ტრანსფორმაციის პროცესებს და სამომავლო გეგმებს.