თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე შენობისა და კონსტრუქციის დემონტაჟი დაიწყო

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია დიდ დიღომში, აღმაშენებლის ხეივანსა და დიღომი 8-ის ტერიტორიაზე უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობისა და კონსტრუქციის დემონტაჟს ახორციელებს.

ინსპექციის განცხადებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო სამართალდარღვევის ხუთი ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც მოკვლევა ორი თვის წინ დაიწყო.

მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები