ახალი, ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობისას დედაქალაქის მოსახლეობა დღეიდან, 80 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრს გადაიხდის.
ახალი მიკროავტობუსები საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებულ ქსელში 1-ელი აპრილიდან ერთვება და გაიაფებული ტარიფით სარგებლობაც სწორედ ამიტომ ხდება შესაძლებელი.
შესაბამის გადაწყვეტილებას ითვალისწინებს „თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის 2021-2023 წლების განვითარების პროგრამა“, რომელიც დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა.
კომპანია „სისტრას“ მიერ მომზადებული პროგრამის თანახმად, გადახდის ინტეგრირებული სქემის ფარგლებში, ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრს საათ-ნახევრის განმავლობაში თანაბრად შეეძლება მეტროთი, ავტობუსითა და მიკროავტობუსით მგზავრობა.
აღსანიშნავია, რომ სიახლე არ შეეხება ყვითელ მიკროავტობუსებს, რადგან ისინი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელში არ არიან ინტეგრირებულნი.