საბერძნეთი-საქართველოს საფეხბურთო მატჩი 1-1 დასრულდა
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მესამე ტურში საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.
თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, თუმცა პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
თამაშის სურათი მეორე ტაიმშიც არ შეიცვალა, 68-ე წუთზე საჯარიმოსთან კიტეიშვილი პაპადოპულოსმა წააქცია, აბურჯანიას დარტყმული ბურთი კი მეკარემ მოიგერია და 75-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კარში ავტოგოლი გავიდა, როდესაც კაკაბაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
შემდეგ კი კვარაცხელიამ ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ ანგარიში ფრე დასრულდა.