ავსტრია რუსულ ვაქცინას ყიდულობს – შეკვეთა შესაძლოა, უკვე მომდევნო კვირას გაფორმდეს

ავსტრიამ შესაძლოა, უკვე მომდევნო კვირას  შეუკვეთოს კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის – “სპუტნიკ V”-ს მილიონი დოზა.

ამის შესახებ ქვეყნის კანცლერმა, სებასტიან კურცმა განაცხადა. კურცს არ დაუზუსტებია, დაელოდება თუ არა აღნიშნული ვაქცინის გამოყენებაზე ევროპის მარეგულირებლის მხრიდან ნებართვის გაცემას.

“მოლაპარაკების საბოლოო ეტაპზე ვიმყოფებით და “სპუტნიკ”-ის შეკვეთა შესაძლოა, უკვე მომდევნო კვირას მოხდეს”, – თქვა მან.

მანამდე კანცლერი ამბობდა, რომ ქვეყანა რუსულ ვაქცინას ევროპის რეგულატორის ნებართვის გაცემამდე არ შეიძენდა.

შეთანხმების მიხედვით, 300 ათასი დოზა აპრილში, 500 ათასი მაისში და 200 ათასი ივნისის დასაწყისში უნდა იყოს მიწოდებული.

აღსანიშნავია, რომ ევროპის წამლების რეგულატორს ამ დრომდე არ აქვს რუსული ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვა გაცემული, თუმცა, ამის მიუხედავად, უნგრეთმა და სლოვაკეთმა “სპუტნიკ V” მაინც შეუკვეთეს.

სლოვაკეთში ფაქტმა ვნებათაღელვა გამოიწვია, რაც მთავრობის გადადგომით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები