თბილისში, რობაქიძის გამზირზე ასფალტის მოწესრიგების სამუშაოები  მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ამ ეტაპზე, ასფალტის მოწესრიგების სამუშაოები  მიმდინარეობს.

გამგეობის ინფორმაციით, პროექტი დასკვნით ეტაპზეა და სამანქანო გზასა და ტროტუარებზე ორფენიანი ასფალტის საფარი, ჯამურად, 3 600 კვ.მ ფართობზე იგება.

სამუშაოების ფარგლებში, ასევე, შეიცვალა დაზიანებული ბორდიური.

დიდუბის რაიონში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიისა“ და დიდუბის რაიონის გამგეობის სპეციალისტების მეთვალყურეობით მიმდინარეობს.

რობაქიძის გამზირზე ასფალტის მოწესრიგების სამუშაოების ღირებულება 150 000 ლარს შეადგენს.

მიმდინარე პროცესს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი – მამუკა ვეკუა გამგებლის მოადგილესთან, ზურაბ უგულავასთან ერთად გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები