გუმათჰესის 21-ის მიმდებარედ არსებულ სკვერში ხეები დარგეს

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, საგაზაფხულო რგვების ფარგლებში, გამწვანების სამუშაოებს განაგრძობს.

ამჟამად სამუშაოები აფრიკის დასახლებაში, გუმათჰესის 21-ის მიმდებარედ არსებულ სკვერში მიმდინარეობს, სადაც 200-მდე ძირი მწვანე ნარგავი დაირგო: 99 ძირი იფანი, 23 ძირი მინდვრის ნეკერჩხალი, 41 ძირი ჭადარი, 8 ძირი დეკორატიული ვაშლი და 29 ძირი კედარი.

ტერიტორიაზე აღნიშნული სამუშაოები კიდევ გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები