რა გახდა ,,მედკაპიტალის” მედიკოსის გარდაცვალების მიზეზი – კლინიკა პირველ კომენტარს აკეთებს

რა გახდა ,,მედკაპიტალის” ექიმის გარდაცვალების მიზეზი – ამის შესახებ კლინიკის წარმომადგენელმა პირველი განმარტება ,,რუსთავი 2″-თან გააკეთა.

მისი თქმით, ექიმს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ არანაირი გართულება არ გამოვლენია.

“მედკაპიტალის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ექიმი ჩაფიძის სახელობის გადაუდებელ კარდიოლოგიურ ცენტრში გარდაიცვალა.

“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ექიმს გულის იშემიური დაავადება ჰქონდა და, სავარაუდოდ, გარდაცვალება სწორედ გულის პრობლემებს უკავშირდება.

ცნობისთვის, კლინიკა “მედკაპიტალის“ ექიმი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ორი კვირით ადრე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, თუმცა, “მედკაპიტალში“ გამორიცხავენ, რომ გარდაცვალება ვაქცინამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები