დავით ზილფიმიანი – საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ნებისმიერ დაკლებულ პროცენტს მხარს დავუჭერთ

“ოპოზიციის ნაწილი დესტრუქციული ძალაა და ეს არის „ნაციონალური მოძრაობის” სეგმენტი, რომლისთვისაც მათემატიკურადაც კი საარჩევნო ბარიერის აწევა და დატოვებაც კი შეიძლება, უკეთესი იყოს”, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ზილფიმიანმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია ნებისმიერ დაკლებულ პროცენტს მხარს დაუჭერს.

,,ნებისმიერ დაკლებულ პროცენტს მხარს დავუჭერთ. საუბარია სამ პროცენტზე, ხუთს სამი სჯობს, სამს ორი და ასე შემდეგ. თუ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შემოვლენ და კიდევ ერთხელ გადაისინჯება ეს პროცესი, საარჩევნო ბარიერი კლებისკენ წავა, მხარს ამასაც დავუჭერთ.

ოპოზიციის ნაწილი დესტრუქციული ძალაა და ეს არის „ნაციონალური მოძრაობის” სეგმენტი, რომლისთვისაც მათემატიკურადაც კი საარჩევნო ბარიერის აწევა და დატოვებაც კი შეიძლება, უკეთესი იყოს. წინა არჩევნებმა აჩვენა, რომ პარტიების რეიტინგის ზრდის მიმართულებით ინტენსივობაა და ისინი სამ პროცენტს სცილდებიან. საარჩევნო ბარიერთან ფრაქციის შექმნის საკითხის მიბმა მათემატიკურად გამართლებული და სწორი ქმედებაა“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები