გია ვოლსკი: მოლაპარაკებებთან დაკავშირებით სკეპტიკურ პოზიციაზე ვრჩები, რადგან მთავარია ულტიმატუმები, რომლებსაც კონკრეტული პარტია აყენებს
პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით სკეპტიკურადაა განწყობილი, რადგან მთავარია ულტიმატუმები, რომლებსაც კონკრეტული პარტია აყენებს.
„ეს პროცესი საკუთარი პოლიტიკური მიზნების მძევლად აქციეს, რადგან, პრაქტიკულად, უხეშად ვიტყვი, მაგრამ ნიკა მელია დააჭერინეს. ისეთი სიტუაცია შექმნეს, როცა სახელმწიფო სტრუქტურებს სხვა გზა არ დაუტოვეს, რომ შესაბამისი ნაბიჯები არ გადაედგათ. აქედან გამომდინარე, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით სკეპტიკურ პოზიციაზე ვრჩები, რადგან მთავარია ულტიმატუმები, რომლებსაც კონკრეტული პარტია აყენებს”, – განაცხადა ვოლსკიმ.