ვაშლიჯვრის ფერდზე მიწა ჩავარდა

ფოტო: თეა გოდოლაძე

ვაშლიჯვრის ფერდზე მიწის ნაწილი ჩავარდა. ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ გამოაქვეყნა.

გეოლოგების განცხადებით, ეს იმის დასტურია, რომ მეწყერი დინამიკაშია და გადაადგილებას კვლავ აგრძელებს.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას. თუკი ეს აუცილებელი გახდება, დედაქალაქის ხელმძღვანელობას ევაკუაციის გეგმა შემუშავებული აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები