ბექა ოდიშარია ტვ ფორმულას – ფლანგვის დეტექტორი არაკომპეტენტური, მიკერძოებული პარტფეიჯია, თქვენ, მისი ნებსითი თუ უნებლიე ფეიკნიუსის მიმდევრები
პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ტვ “ფორმულას” არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
როგორც ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს, ტვ ფორმულამ დღეს „ფლანგვის დედექტორის“ პოსტზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ვაშლიჯვრის ნაპრალთან ახლოს გზას აგებს ბლექ სი გრუპი, რომლის მეწილეც ბექა ოდიშარიას ბიზნეს პარტნიორია.
„არც კომპანიასთან და არც აღნიშნულ პირთან არანაირი ბიზნეს შემხებლობა არ გამაჩნია და ის, რაც რეესტრში მოიძია თქვენმა “პარტწყარომ”, არის 2007 წელს დაარსებული ორგანიზაცია, რომელსაც არამცთუ ბიზნესპარტნიორობა, არამედ ბუღალტრის აყვანაც არ დასცალდა და რომელიც, უკვე წლებია, პარლამენტის მე-9 მოწვევამდეც კი, ჩემს გამგებლობაში, მათ შორის, ქაღალდზეც არ იმყოფება. ფლანგვის დეტექტორი არაკომპეტენტური, მიკერძოებული პარტფეიჯია, ხოლო თქვენ, მისი ნებსითი თუ უნებლიე ფეიკნიუსის მიმდევრები“, – წერს დეპუტატი.
„დღეს დილით, კიდევ ერთხელ სცადა ტვ ფორმულამ, რომელიც ჩემდამი “დაკავშირებული” მოსულელო-მობოროტო, სრულიად აბსურდული ნიუსებით ტოლს არ უდებს, ამავე ჟანრში მოღვაწე არხებს, თუ რედაქციებს. დღეს ნებსით, თუ უნებლიეთ, ნაციონალურ მოძრაობასთან მყარ კავშირში მყოფ ე.წ. ფლანგვის დეტექტორის პოსტზე დაყრდნობით გამოაცხო შემდეგი მოსულელო-მობოროტო ფრაზა, შინაარსი ასეთია მოკლედ: “ვაშლიჯვრის ნაპრალთან ახლოს გზას აგებს ბლექ სი გრუპი, რომლის მეწილეც ბექა ოდიშარიას ბიზნეს პარტნიორია”.
ანუ საზოგადოებას მიუთითებენ, რომ ქართული ოცნების ხელი ურევია კონკრეტულ მოვლენაში!
სიყალბის დღევანდელი ფორმულის გამავრცელებელ ჟურნალისტებს მინდა ვუთხრა:
ფლანგვის დეტექტორი არაკომპეტენტური, მიკერძოებული პარტფეიჯია, ხოლო თქვენ, მისი ნებსითი თუ უნებლიე ფეიკნიუსის მიმდევრები.
თქვენს ჟურნალისტებს კარგად მოეხსენებათ, რომ ყოველთვის ვცდილობ ნებისმიერი მათთვის საინტერესო (ხშირად გამოგონილი) ამბის ირგვლივ ინტერესის დაკმაყოფილებას, ინტერვიუს მიცემის საშუალებით.
დღეს რა ღმერთი გაგიწყრათ, რომ დილიდან მარცხენა ფეხით დაიწყეთ მაუწყებლობა?!
წინააღმდეგ შემთხვევაში გაიგებდით, რომ არც კომპანიასთან და არც აღნიშნულ პირთან არანაირი ბიზნეს შემხებლობა არ გამაჩნია და ის, რაც რეესტრში მოიძია თქვენმა “პარტწყარომ”, არის 2007 წელს დაარსებული ორგანიზაცია, რომელსაც არამცთუ ბიზნესპარტნიორობა, არამედ ბუღალტრის აყვანაც არ დასცალდა (!!!) და რომელიც, აგერ უკვე წლებია, პარლამენტის მე-9 მოწვევამდეც კი, ჩემს გამგებლობაში, მათ შორის, ქაღალდზეც არ იმყოფება.
როგორც ჩანს, რაც გინდა ადამიანურად მოგეპყროთ კაცი, ადამიანი, თუ რესპოდენტი, თქვენ მაინც “კუ და მორიელის”
მორალით ახორციელებთ თქვენს საკეთებელს!
იმას მაინც ნუ უარყოფთ, რომ დღეს, ჟურნალისტის საშუალებით შემოგითვალეთ, რათა მომცემოდა საშუალება თქვენთან კომენტარის გაკეთების და ინფორმაციის უარყოფის!!!
მაგრამ ჰა, სად არის?!“ – წერს ბექა ოდიშარია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.