თბილისის მერიამ ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში მეწყრული ზონა გამოავლინა, რის გამოც პრევენციული ზომების მიღება გახდა საჭირო.
უწყების ინფორმაციით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 25 მარტის 21:00 საათიდანზ 26 მარტის 08:00 საათამდე ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.