„მე ჯენი ვარ, არ გავქცეულვარ, უბრალოდ, ვსეირნობ“ – ცხენი ფრანკფურტის ქუჩებში
უკვე დიდი ხანია, მივეჩვიეთ ქუჩაში მოსეირნე კატებსა და ძაღლებს, ამიტომ ეს ჩვეულებირვ მოვლენად იქცა. თუმცა, თუკი თქვენ ფრანკფურტის მონახულებას გადაწყვეტთ, შესაძლოა, უჩველულო სანახაობის მომსწრენი გახდეთ და ქუჩაში ეულად მოსეირნე ცხენს გადააწყდეთ. ჯენი ყოველ დილით ფრანკფურტის ქუჩებში ერთსა და იმავე გზას გადის. სეირნობის მერე კი უკან, სახლში ბრუნდება. ადგილობრივები ჯენის იცნობენ, თუმცა ვინც მას პირველად დაინახავს და ამ ამბით დაინტერესდება, შეამჩნევს, რომ ჯენის ლაგამზე მიმაგრებული აქვს ბარათი, სადაც წერია შემდეგი:
„მე ჯენი ვარ, არ გავქცეულვარ, უბრალოდ, ვსეირნობ. გმადლობთ.“
საქმე იმაშია, რომ ჯენის ასაკოვან პატრონს აღარ შეუძლია ცხენზე ჯირითი, ამიტომ ბოლო 14 წლის მანძილზე ის ყოველ დილით ჯენის სასეირნოდ უშვებს.