ირაკლი ქადაგიშვილი: „ქართულმა ოცნებამ” 2012 წლის შემდეგ რეალურად შეცვალა საარჩევნო სისტემა, საარჩევნო გარემო და პოლიტიკური სისტემა

„ქართულმა ოცნებამ” 2012 წლის შემდეგ რეალურად შეცვალა საარჩევნო სისტემა, საარჩევნო გარემო და პოლიტიკური სისტემა”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებისთვის საჭიროა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა.

„ქართულმა ოცნებამ” 2012 წლის შემდეგ რეალურად შეცვალა საარჩევნო სისტემა, საარჩევნო გარემო და პოლიტიკური სისტემა. საარჩევნო სისტემის შეცვლა ზუსტად ევროპულ საუკეთესო სტანდარტებზე გვსვამს. აქედან გამომდინარე, თავად ოპოზიციამ უნდა გაარკვიოს, რა არის მისი მიზანი – ევროპული სტანდარტის მიღება თუ ქვეყნის ასეთ ქაოსში შეყვანა, რასაც ისინი ცდილობენ. პოლიტიკურმა პროცესმა აჩვენა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ” მოახერხა ერთი რამე – შვიდ პოლიტიკურ პარტიას საარსებო არეალი შეუზღუდა და მთლიანად წაართვა. ანუ ამომრჩეველმა, რომელმაც შვიდი პარტია აირჩია,  ფაქტობრივად, საკუთარი პოლიტიკური სახე დაკარგა და თავიდან ბოლომდე მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის”, გიგა ბოკერიასა და გიგი უგულავას ნარატივის ქვეშ იყო, რომლებიც პარლამენტში საერთოდ ვერ მოხვდნენ. თუ მკითხავთ, მათ ამომრჩეველიც კი აღარ ჰყავთ”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები