თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 20 აპრილიდან ბაგები-მაღლივის საბაგირო ფუნქციონიერებას დაიწყებს.
მისივე განმარტებით, საბაგიროს სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე ჩაუტარდა და ამჟამად ტექნიკური შემოწმება მიმდინარეობს.
„მაღლივ კორპუსსა და ბაგების მიმდებარე ტეირტორიის დამაკავშირებელ საბაგიროს ჩაუატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ განახორციელა. ეს არის 320 მეტრის სიგრძის საბაგირო გზა. ის ახლა გადმოეცემა დედაქალაქის მუნიციპალიტეტს. პარალელურად, მიმდინარეობს ტექნიკური შემოწმება და ამის შემდეგომ, 20 აპრილიდან ეს საბაგირო ამუშავდება და მოემსახურება მსურველებს. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი ისარგებლებს ამ საბაგიროთი”, – აღნიშნა კალაძემ.