თავდაცვის მინისტრი რეზერვთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ
თავდაცვის მინისტრმა რეზერვთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ისაუბრა.
მისი განცხადებით, ამ ეტაპზე შიდა შეთანხმება მიღწეულია და უახლოეს მომავალში წარმოდგენილი იქნება ცვლილებები კანონპროექტებში, რაც თავდაცვის შიდაუწყებრივ აქტებშიც აისახება.
თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული ინიციატივა ყოფილ თავდაცვის მინისტრს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის.
ჯუანშერ ბურჭულაძემ განმარტა, რომ რეზერვის მიმართულებით ფუნდამენტური ცვლილებები არ განხორციელდება, არამედ რეზერვის სისტემა რეალობას მოერგება. მან, ასევე აღნიშნა, რომ რეზერვის კუთხით უწყებაში სამუშაო ჯგუფის ფორმატში ექსპერტები საფუძვლიანად მსჯელობენ.