გია ვოლსკი: გარკვეულ მომენტში, როდესაც სახელმწიფოში პრინციპული საკითხების გადაწყვეტის დრო იდგა, გიორგი გახარიამ სისუსტე გამოიჩინა
“ფაქტია, რომ გიორგი გახარიას გამოცდილება „ქართული ოცნების“ წიაღში და ჩვენს ფორმატში დაუგროვდა. ეს არის რეალობა და თუ მას რაიმე წარმატებული პროექტი ჰქონდა, ეს პირადად მისი არაფერი დამსახურება არ არის”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, გარკვეულ მომენტში, როდესაც სახელმწიფოში პრინციპული საკითხების გადაწყვეტის დრო იდგა, გიორგი გახარიამ სისუსტე გამოიჩინა.
„როგორ გგონიათ, სხვა რა უნდა ეთქვა? რასაკვირველია, იტყოდა, რომ ევროპასთან ინტეგრაციის თემა და ასოცირების პროცესის განვითარება იქნება მნიშვნელოვანი. ეს თემებია პოპულარული. ეკონომიკაზე რომ არ საუბრობს, მიკვირს. მაგრამ ფაქტია, რომ მას გამოცდილება „ქართული ოცნების“ წიაღში და ჩვენს ფორმატში დაუგროვდა. ეს არის რეალობა და თუ მას რაიმე წარმატებული პროექტი ჰქონდა, ეს პირადად მისი არაფერი დამსახურება არ არის. პოლიტიკურ ველზე ახალი პოლიტიკური მოთამაშე შემოვიდა. დეკლარირებული ასეა, ვნახოთ, რას იზამს, რას მოიმოქმედებს, რა გუნდს შექმნის და როგორ ჩამოყალიბდება. ვთქვი, რომ ეს არის ადამიანი, ვინც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი იყო. ყველანაირი წარმატება „ქართული ოცნების“ ფორმატში უნდა მოვიაზროთ. გარკვეულ მომენტში, როდესაც სახელმწიფოში პრინციპული საკითხების გადაწყვეტის დრო იდგა, გიორგი გახარიამ საკმაოდ ისუსტა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.