მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდზე მონიტორინგის სისტემებს დაამონტაჟებენ

თბილისის ვიცემერის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდზე, სადაც მეწყრული პროცესები მიმდინარეობს, მონიტორინგის სპეციალურ სისტემებს დაამონტაჟებენ.

როგორც ვიცემერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს სისტემები ქალაქის ხელმძღვანელობას უფრო მეტი მონიტორინგის შესაძლებლობას მისცემს.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის კვლევის პირველადი შედეგები კვირის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

„მიუხედავად იმისა, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურების დღიდან უწყვეთ რეჟიმში მიმდინარეობდა მონიტორინგი, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდეს სპეციალური სისტემების მონტაჟი, რაც კიდევ უფრო მეტი მონიტორონგის საშუალებას მოგვცემს. სამუშაო ჯგუფის კვლევის პირველადი მონაცემები, დაახლოებით, კვირის ბოლოსკენ გვექნება. ადგილობრივ მოსახლეობასთან მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს  კომუნიკაცია. ის შეზღუდვები, რაც დღემდე არსებობდა მიმდებარე არეალზე, კვლავ ძალაში რჩება და მინდა, მოვუწოდო ყველას, დაიცვან ეს შეზღუდვები.

გუშინ გაიამართა მერიაში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომლის მიზანიც იყო მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებული მეწყრული პროცესების განხილვა. შეხვედრას ესწრებოდნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები სხვადასხვა უწყებიდან, ასევე, გერმანელი გეოლოგ-ინჟინრები. შეხვედრაზე გავიარეთ ყველა ის საკითხი, რაც მიმდინარე პროცესის გადაჭრის გზებთან იყო დაკავშირებული და, ასევე, შევთანხმდით, რომ სამუშაო ჯგუფის შედმგომ შეხვედრაზე გვექნება პირველადი მონაცემები, თუ რა სამუშაოები უნდა განხორციელდეს”, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები