თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ინგრიდა ლევრენსს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ლატვიის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და ლატვიას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მჭიდრო და წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ლატვიელ დიპლომატს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებასა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) ლატვიის მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსთან, შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს და ყურადღება ნატო-ს ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. შეხვედრას ლატვიის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ილმარს ძენევსი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები