„თბილსერვის ჯგუფმა“ თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე 50 ტონა ტექნიკური მარილი დაყარა

„თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს აწარმოებს.

უხვი ნალექის გამო, დედაქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოები გამთენიისას დაიწყო.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ დროისთვის შპს „თბილსერვის ჯგუფმა“, დაახლოებით, 50 ტონა ტექნიკური მარილი დაყარა.

„ამ ეტაპზე ტექნიკური მარილი უკვე დაყრილია: სამადლოში, ბეთანიაში, წყნეთში, ტაბახმელაში, ოქროყანაში, კიკეთსა და კოჯორში. გზების გაწმენდის სამუშაოები გაგრძელდება საჭიროებიდან გამომდინარე, რათა ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად იყოს შესაძლებელი”,  – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები