ელისო ბოლქვაძე: გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვფიქრობ, ის არის ქვეყნის პატრიოტი
“გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვფიქრობ, ის არის ქვეყნის პატრიოტი”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.
მისი თქმით, არ იცის, გიორგი გახარია რაზე ალაპარაკდება.
„დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც არის სხვადასხვა პოლიტიკური პარტია და დემოკრატიული სამყარო ახალ პარტიებსაც მიესალმება. ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. გიორგი გახარია რაზე ალაპარაკდება, არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. მისი განცხადება ათი წუთის წინ გავიგე. გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მასთან მქონდა მცირე, სხვადასხვა მიმართულებით საუბრები და ვფიქრობ, ის არის ქვეყნის პატრიოტი“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ წავკისში ჟურნალისტებთან განაცხადა:
,,არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან”.