ქალაქი ადამიანებისთვის – ფოტოამბავი ამსტერდამის ტრანსფორმაციაზე

დღევანდელი ამსტერდამი ველოსიპედებთან და ქუჩებში ფეხით სეირნობასთან ასოცირდება, თუმცა იყო დრო, როცა ყველაფერი სხვაგვარად ჩანდა. უფრო სწორად, ზუსტად ისე, როგორც ყველგან, სხვა ქალაქებში ანუ იქ, სადაც ქალაქი ქვეითებისა და ეკოლოგიური ტრანსპორტის ნაცვლად, კერძო ავტომობილებზეა მორგებული. ყველა ასეთ ქალაქში სურათი, ფაქტობრივად, ერთი და იგივეა: მანქანებით გავსებული ქუჩები, საცობი, გამონაბოლქვი და სმოგი ქალაქის თავზე. თბილისის მაცხოვრებლებმა ეს ძალიან კარგად იციან. მოკლედ, ასეთი დრო ამსტერდამსაც ედგა. ახლა ძნელი წარმოსადგენია ავტომობილებზე მორგებული ამსტერდამი, მაგრამ ფოტოები, რომლებიც dailyhive-ზე გამოქვეყნდა, პოპულარული ქალაქის წარსულის გახსენებაში დაგეხმარებათ, თუკი საერთოდ რაიმე გსმენიათ ასეთი ამსტერდამის შესახებ, თუ არადა, მაშინ ახლა გაიგებთ…

ფოტოკოლაჟი

„ადრე და ახლა“

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები