გიორგი დოხტურიშვილი: ვაშლიჯვრის ფერდზე დაწყებული მეწყერული პროცესები ახალი გზის სამშენებლო სამუშაოებს არ უკავშირდება

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე, გიორგი დოხტურიშვილი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

როგორც მან განაცხადა, თბილისის საკრებულო და კონკრეტულად გარემოს დაცვის კომისია აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით  მზად არის, ყველა შესაბამის უწყებასთან ითანამშრომლოს.

გიორგი დოხტურიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  მეწყერული პროცესები  ახალი გზის მშენებლობის შედეგად არ წარმოქმნილა და მედიასაშუალებებს მოუწოდა, მაქსიმალურად ობიექტურად გააშუქონ მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარე  პროცესები.

„პირველ ყოვლისა, მინდა, ხაზგასმით განვაცხადო, რომ ვაშლიჯვრის ფერდზე დაწყებული მეწყერული პროცესები ახალი გზის სამშენებლო სამუშაოებს არ უკავშირდება. მომდევნო კვირიდან პროცესის შესწავლაში   უცხოელი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან.  თბილისის საკრებულო და კონკრეტულად გარემოს დაცვის კომისია  მზად არის მერიასა და შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები