მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, თუმცა არა უიმედო – ტიკარაძე კომაში მყოფ ექთანზე
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კომაში მყოფი 27 წლის ექთნის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ მან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ექიმების კონსილიუმის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ამ ეტაპზე, პაციენტის მდგომარეობა შეფასებულია შოკის კლინიკით. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მას უტარდება კვლევები. ექიმებმა მიიღეს გარკვეული გადაწყვეტილებები. მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ შემდეგი 24 საათი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პაციენტის დინამიკის განვითარებისთვის. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, თუმცა არა უიმედო, – ამბობს ტიკარაძე.
ცნობისთვის, ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) გაკეთების შემდეგ, 27 წლის ექთანი ცუდად გახდა და კომაში ჩავარდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, მედდას სავარაუდოდ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.