რატომ წარმოიქმნა მეწყრული სხეული მაჭავარიანის ქუჩის მარჯვენა ფერდობზე – გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განმარტება

გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის, მერაბ გაფრინდაშვილის განცხადებით, მიხეილ მაჭავარიანის ქუჩის მარჯვენა ფერდობზე მეწყრული სხეულის წარმოქმნა გეოლოგიურმა აგებულებამ და რთულმა მორფოლოგიურმა პირობებმა გამოიწვია. მისივე თქმით, ამ პროცესის შესახებ ინფორმაცია ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას პირველივე დღეებიდან ჰქონდა და მონიტორინგის პროცესიც მიმდინარეობდა.

„მიმდინარე წლის მარტში მიხელ მაჭავარიანის ქუჩის მარჯვენა ფერდობზე განვითარდა მეორეადი გენერაციის მეწყრული სხეული, რომლის ძირიდი გამომწვევი მიზეზებია: სამიზნე არეალის რთული მორფოლოგიური პირობები, გეოლოგიური აგებულება, ამგები ქანების თნხვედრილობა ფერდობის დახრილობასთან, უკიდურესი დამყოლობა მეწყრულ-გრავიტაციული და ეროზიული პროცესების მიმართებით.

მიმდინარე წლის მარტში მიხელ მაჭავარიანის ქუჩის მარჯვენა ფერდობზე, ძველ ისტრორიულად ძველ ტექტო-სეისმურ-გრავიტაციული ბლოკის ფარგლებში განვითარდა მეორეადი გენერაციის მეწყრყული სხეული, რომლის ძირიდი გამმოაწვვეიუ მიზეზებია სამიზნე არეალის რთული მორფოლგოირუი პირობები, გეოლგორუოი აგებულოება, ამგები ქანების თნხვედრილობა ფერდობსიდ დახრილობასთან, ქანების იმ დონეზე დაშლილება იმ პრცესებიდან გამომდინარე ტექტონიკური თუ გამოფიტვის პროცესები, უკიდურესი დამყოლობა მეწყრულ-გრავიტაციული და ეროზიული პროცესების მიმართებაში. ამასთანავე, აქტიურად მიმდინარეობს მიწისქვეშა წყლების ზემოქმედება, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში- მოგეხსენებათ, როგორი კლიმატური პირობები იყო ქალაქში. ყოველივე ამან გააქტიურა ეს მეწყრული სხეული.

დღეს, თითქოს, ისე გამოჩნდა, რომ წუხელ ღამით ვიღაცას გაუგია, რომ აქ მეწყერი მოხდა და არავინ არაფერი იცოდა, არც სახელმწიფომ… პირველივე დღიდანვე შესაბამისი სახელმწიფო უწყებები იყვნენ ჩართულნი, კეთდებოდა შესაბამისი კვლევები და მონიტორინგი მეწყრის დინამიკაზე, გადაადგილებაზე. ბოლო დღეებში, როდესაც პროცესი უფრო გააქტიურდა, შესაბამისმა სამსახურებმა მიიღეს გადაწყვეტილება სატრანსპორტო საშუალებების და საფეხმავლო მიმოსვლის შეზღუდვის შესახებ. ამჟამად კვლევა კვლავ გრძელდება. ველოდებით მომავალ კვირას ევროპიდან უცხოელ კოლეგებს, ექსპერტებს, მუშავდება ის რეკომენდაციები, რომელთა საფუძველზეც უნდა განხორციელდეს მეწყერსაწინააღმდეგო დამცავი ღონისძიებები.

კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო – მოსახლეობის ევაკუაციის არანაირი საჭიროება არ დგას, ვინაიდან არც სტიქიის ზონაში და არც მიდებარედ არავინ არ ცხოვრობს.“ – აღნიშნა მერაბ გაფრინდაშვილმა.

კითხვაზე – იქნებოდა თუ არა პრობლემის გამომწვევი მიზეზი ტერიტორიის ირგვლივ არსებული მშენებლობები, სპეციალისტმა განაცხადა, რომ მეწყრული სხეული, რომელთანაც საქმე გვაქვს, მოქცეულია ორ ხევს შორის და ამ ხევების უკან არ არის და არც მიმდინარეობს მშენებლობები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები