გიორგი ცუცქირიძე – “ოპოზიციის დილემა მის საერთო პოსტსაბჭოური აზროვნების სტილში და ევროპული პოლიტიკური ფილოსოფიის მიუღებლობაშია, ლამის სიბრიყვემდე დასული ვადამდელის მოთხოვნა და პოლიტპატიმრების საკითხიც ამის შედეგია”

“ქართული პოლიტიკური კლასის და ეს, პირველ ყოვლისა, საფანჩატურეთის გილდიად ქცეულ ოპოზიციურ ფლანგზე ითქმის, არასახელმწიფოებრივ მენტალობასა და ვიწრომერკანტილურ აზროვნებაზე, მიუთითებს საერთო ეროვნული კონსენსუსის მიუღებლობა პრაქტიკულად ყველა მნიშვნელივან ეროვნულ საკითხზე, რაც განსაკუთრებით გლობალური პანდემიის შედეგად კოვიდკრიზისის დროს კიდევ უფრო ცხადი გახდა”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის განმარტავს, აღნიშნული ეხება ანტიკრიზისულ გეგმას, სოციალური დახმარებების პაკეტს და, მათ შორის, საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარებას.

“ეს ეხება ანტიკრიზისულ გეგმასაც, სოციალური დახმარებების პაკეტსაც, ვაქცინაციასაც და, ბუნებრივია, საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარებასაც თავისთავად.

ამიტომაც, ვერც ფასილიტაციამ და ახლა უკვე ევრომედიაციის უმაღლეს დონეზე ჩართულობამ, ჯერჯერობით, ვერ გამოიღო დადებითი შედეგი.

მართალია, ევროპული მედიაციის მთავარმა მოდერატორმა ბატონმა დანიელსონმა გუშინდელი მოლაპარაკების შედეგებზე ოპტიმისტური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ კარგად მიდის ყველაფერიო, მაგრამ ოპოზიცია, ფაქტობრივად, ერთ ხმაში იმეორებდა, რომ შეხვედრა მძიმე და რთულ ვითარებაში მიმდინარეობდა.

ოპოზიციის დილემა კი მის საერთო პოსტსაბჭოური აზროვნების სტილსა და ევროპული პოლიტიკური ფილოსოფიის მიუღებლობაშია, რაც რადიკალიზმს მაქსიმალურად ემიჯნება. ლამის სიბრიყვემდე დასული ვადამდელის მოთხოვნა და პოლიტპატიმრების საკითხიც ამის შედეგია!

გუშინ ფანჩატურთუხუცესის ნათელაშვილის მხრიდან დემარში და შეხვედრის ადრე დატოვაც ამაზე მიუთითებს, რაზეც ჩვენ გვინდა, ანუ ამ საკითხებზე აქ საერთოდ არ ლაპარაკობენო.

თუ ეუთო/ოდირ-ის მოხსენებებს, ცალკეული ევროდეპუტატების თუ ევროკავშირის განცხადებებთან ერთად, თავად ბორელზე ოპოზიციის თავდასხმას გავითვალისწინებთ, ყველაფერი ნათელი და მარტივად გასაგებია!

საქართველოში გერმანიის ელჩმა – ჰუბერტ ქნირშმა კიდევ ერთხელ გამოხატა ევროკავშირის პოზიცია, ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრებთან მიმართებით. პარტიები, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, უნდა შევიდნენ პარლამენტში, ხოლო
რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, არც ეს საკითხი დგას დღის წესრიგში, განსხვავებით თუნდაც ბელორუსისაგან, სადაც პილიტპატიმრები ოფიციალურად აღიარა ევროკავშირმა, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნები სულაც არალეგიტიმურად ცნო!

დღეს ევრომედიაციის დოკუმენტის ხელმოწერისას საბოლოოდ ისიც გამოჩნდება, ქალბატონ ბურჯანაძესთან, შალიკოსთან, ,,ნაციონალებსა” და ევსაქებთან ერთად, რომელი პოლიტიკური ჯგუფი დარჩება დესტრუქციის ერთგული და გააგრძელებს რუსულ პარტიას საქართველოში!”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები