დავით ზილფიმიანი: ის, რომ საპარლამენტო არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდაო, ახალი არ არის, ამით გვირგვინი დაედგა ამ მოვლენას

“ის, რომ საპარლამენტო არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდაო, ახალი არ არის, ამით გვირგვინი დაედგა ამ მოვლენას”, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა განაცხადა.

ზილფიმიანი აღნიშნავს, რომ, ევროპის თვალსაზრისით, სასამართლოს პრობლემა კვლავ რჩება.

„ის, რომ საპარლამენტო არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდაო, ახალი არ არის. ამით გვირგვინი დაედგა ამ მოვლენას. ის ნაწილი, რასაც ჰქვია თუნდაც ჩვენი, ორი ოპოზიციური პარტიის შესვლა პარლამენტში, პოზიტიურად არის გაშუქებული და ძალიან შეუწყობს ხელს, რომ დანარჩენი პარტიებიც მალე ვიხილოთ ჩვენთან ერთად პარლამენტში. საკითხებიდან კრიტიკული იყო სასამართლოს საკითხი. ევროპის თვალსაზრისით, სასამართლოს პრობლემა კვლავინდებურად რჩება. მე კი ვთვლი, რომ კრიტიკული საკითხი სხვაც ბევრი გვაქვს. სულ იმას რომ ვამბობთ, ამ სასამართლოს მიხედვა, მოვლა და შეცვლა უნდა, ეს დამატებითი სტიმული იქნება, რათა ძირფესვიანად შევცვალოთ. ჩვენი სასამართლო კრიტიკას მართლაც ვერ უძლებს.

ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი რწმუნება, რომ უსაფრთხოების საკითხში ისინი ჩვენ გვერდით დგანან. ამას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამერიკელებთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე ხელი მოწერილი არ გვაქვს, მაგრამ ამ დონეზე რომ გაჟღერდება, ჩათვალეთ, დღეს ჩვენ ვითვლებით ევროპის სტრატეგიულ პარტნიორად. პრაქტიკულად, ყველაფერზე პოზიტივია და ეს გამიხარდა. ის ნეგატივები, რასაც მე, როგორც ოპოზიციონერი ვთვლი, რომ ჩვენ გვაქვს, იმ ნაწილშიც კი არ იყო რაიმე ნეგატივი ევროპის მხრიდან“, – აღნიშნა დავით ზილფიმიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები