ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო დინამიკური გახდეს და მომავალზე იყოს ორიენტირებული ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახლა კიდევ უფრო დინამიკური გახდეს და მომავალზე იყოს ორიენტირებული ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები, რომ ფიზიკური დისტანცია, განსხვავებები შემცირდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ ჟოზეფ ბორელსა და ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მეტი შესაძლებლობა სჭირდება უფრო ღრმა ინტეგრაციისთვის ევროკავშირთან.
„ჩვენთვის ეტაპობრივი და ინტენსიური ინტეგრაცია იქნება შემდეგი საეტაპო მოვლენა. საქართველო არის ევროკავშირის კარიბჭე და ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიული სატრანსპორტო ჰაბი. ჩვენ დაკავშირებადობას უზრუნველვყოფთ ევროპასა და აზიას შორის. ეს მიზნები ყველასთვის საერთოა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შავი ზღვის პოტენციალი სრულად უნდა იყოს ათვისებული”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.