თბილისის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ქალაქის ხელმძღვანელობა ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალის გაფართოებას გეგმავს.
მისივე თქმით, მოცემულ ეტაპზე მერია პარკირების ტარიფის გაზრდას არ აპირებს.
„ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალის გაფართოება იგეგმება. ამასთან დაკავშირებით განცხადებები მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე გაკეთდება, სადაც დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას. რაც შეეხება ფასებს, დღეს ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასურის გაზრდა გეგმაში არ გავქვს“, – აღნიშნა თბილისის ვიცემერმა.