თბილისის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ქალაქის მერია ელექტროავტობუსების შესყიდვას არ განიხილავს.
მისივე თქმით, ამის მიზეზი როგორც ელექტროავტობუსის ფასი, ასევე, მისი ექსპლუატაციისთვის მზადყოფნის არარსებობაა.
როგორც მან „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, მუნიციპალიტეტი “ევრო 6”-ის სტანდარტის დიზელზე ან გაზზე მომუშავე ავტობუსებს ყიდულობს, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთაა და ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს.
„ელექტროავტობუსების შემოყვანა იმდენად ძვირია, რომ, დაახლოებით, ერთი ავტობუსის ფასად სამს ვყიდულობთ “ევრო 6″-ს. ამასთან ერთად, ტექნიკურად, ექსპლუატაციისთვისაც არ ვართ ჯერ მზად. შესაბამიასად, არ არის მიზანშეწონილი ამხელა რისკების აღება”, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.